ADR
სერტიფიცირებული
ვარდები
ADR
CARACHO
შრაბი
ალისფერი -წითელი გვირვინები ვერცხლისფერი რევერსითა და ფურცლების თავისუფალი განლაგებით. მსუბუქი არომატით.
მუქი მწვანე, ნახევრადპრიალა ფოთლებით.
სიმაღლე: 70-90 სმ
სიგანე: 85-105 სმ
სელექციონერი: Kordes
წელი: 2021
ADR
CORAL LIONS-ROSE
ფლორიბუნდა
გარგრისფერ-ნარინჯისფერი გვირგვინი მოვარდისფრო კიდეებით.
პრიალა მწვანე ფოთლებით
სიმაღლე: 90-110 სმ
სიგნე: 85-105 სმ
სელექციონერი: Kordes
წელი: 2019
ADR
MEINE ROSE
ჩაის ჰიბრიდი
ნაზი ვარდისფერი, მსუბუქი სურნელით, მუქი მწვანე ნახევრადპრილა ფოთლებით, მოწითალო კოკორით.
სიმაღლე: 95-115სმ
სიგანე:90-110
სელექციონერი: Kordes
წელი: 2021
საგანმანათლებლო ბაღში საკომპოსტე ყუთი გვაქვს! 🥬🥦🥕
მადლობა ორგანიზაცია Kona • კონა და ანა კოვალოვა, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებმაც ჩვენი მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრაც გამართეს. 🥰
სექტემბრიდან ჩვენი ვარდებისთვის ორგანულ სასუქსაც დავამზადებთ. 🌹🌷⚘️
განსაკუთრებული მადლობა ჩემს კოლეგა-მეგობრებს, რომლებმაც ორგანული ნარჩენის პირველი "დონაცია" გააკეთეს! 😊🥰
Mission Details
EduGarden-ის მისიაა თემში შექმნას ისეთი ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემო, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ეკოლოგიური მებაღეობის პროცესში, განავითაროს საკუთარი პოტენციალი და შეიტანოს წვლილი საზოგადოების კეთილდღეობაში. დაეხმარება მომხმარებლებს სწორად შეარჩიონ მიმზიდველი და ჯანსაღი მცენარეები. ასეთი ჯიშების შერჩევა ამცირებს მათი მოვლის ხარჯებს, პესტიციდების გამოყენებას, ზოგავს რესურსებს, ხელს უწყობს გარემოს დაცვასა და ეკოსისტემის ჯანსაღად შენარჩუნებას. საწარმო ხელს შეუწყობს გარემოს მიმართ მდგრადი მცენარეების გამრავლებას. ჩვენ გვჯერა, რომ EduGarden-ი გახდება ინკლუზიური მებაღეობის „ჰაბი“, სადაც სხვადასხვა ასაკისა და შესაძლებლობის მქონე ადამიანები ერთად სწავლობენ, ავითარებენ ბუნებრივი და ინოვაციური მებაღეობის მეთოდებს, თითოეულ მონაწილეს შეაქვს წვლილი ეკოსისტემის მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერებაში.